
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ არმიას საბრძოლო მასალა ეწურება - მიკოლაევის რეგიონის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა თქვა, რომ ბრძოლა გადაიქცა "არტილერიის ომად".
კიმმა აღნიშნა, რომ რუსული არმია ბევრად უფრო ძლიერია, მაშინ როცა უკრაინის ჯარებს ჭურვები უთავდება. მან დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, დააჩქარონ შორ მანძილზე სროლისთვის განკუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რათა დაეხმარონ უკრაინას საპასუხო დარტყმაში.
ცნობისთვის, იარაღის მარაგის ამოწურვასთან დაკავშირებით აგრეთვე ისაუბრა უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმაც.