
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს ტელეფონით ესაუბრა. კულებას თქმით, სატელეფონო საუბრისას მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, როგორც კულებამ twitter-ზე დაწერა, მათ ასევე ისაუბრეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სამომავლო სანქციებზე.
"ტელეფონით ვესაუბრე ჩემს პოლონელ კოლეგას და მეგობარს, ზბინგნევ რაუს, რათა განგვეხილა უკრაინაში მძიმე იარაღის შემდგომი მიწოდების საკითხი და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი. მე ასევე დავუდასტურე ჩემი მხარდაჭერა მის მნიშვნელოვან ძალისხმევას, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში", - დაწერა კულებამ.