უკრიანაში ომის დაწყებიდან უკვე მეოთხე თვე იწურება. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინელებმა ამოცანა შეასრულეს, გააჩერეს მსოფლიოს სიდიდით და შეიარაღებით ერთ-ერთი მოწინავე არმია და ბოროტი განზრახვებით ნამდვილად ნომერ პირველი არმია დედამიწაზე, და არათუ შეაკავეს, უკრაინული მიწების დიდი ნაწილიდან საერთოდ უკან გაყარეს.
მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინა ახლა ცხარე ბრძოლების ადგილია, მარიუპოლის მიწასთან გასწორების შემდეგ პუტინის ურდო ახლა ლუჰანსკისა და დონეცკსი მიწასთან გასწორებას ცდილობს. მაგრამ მას მამაცი მებრძოლები აკავებენ, რომელთა შორისაც უამრავი ქართველი ჯარისკაცია.
ჩვენ პერიოდულად გიყვებით ხოლმე ისტორიას მათი გმირობისა და სიმამაცის შესახებ. სამწუხაროდ, როგორც ყველა ომიდან, ცუდი ამბებიც მოდის ხოლმე. გასულ კვირას ამ ომმა ჩვენი კიდევ სამი თანამემამულე შეიწირა.