
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, უკრაინის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან.
"მე იმედი მაქვს, 20 წელიწადში, როცა ჩვენ უკან მოვიხედავთ, ვიტყვით, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით", - თქვა ლეიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ივნისის ბოლოს ევროკავშირის მთავარი გამოწვევა უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება. როგორ მან აღნიშნა, ეს "ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს".
ასევე ლეიენის განცხადებით, ბოლო წლებში უკრაინამ ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება: "ჩვენი რეკომენდაციები ამ ყველაფერს ყურადღებით ასახავს", - თქვა მან.