2 606 რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქებში პასუხია კითხვაზე, გვჭირდება თუ არა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი თავდასხმებით ტერორს ახორციელებს. მისი თქმით, ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა და ისინი ზეწოლას ახდენენ სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში, ბახმუტში, სლავიანსკა და სხვა მიმართულებებზე.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეთო თავდაცვის სისტემები და რომ ამაზე უკვე 2 606 დადებითი პასუხი არსებობს რუსული რაკეტების სახით, რომელიც უკრაინის მიწაზე დაეცა.

"ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა, ისინი ზეწოლას ახდენენ სევეროდონეცკში, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება ფაქტობრივად ყოველი მეტრისთვის. ტერნოპოლის რეგიონში სარაკეტო დარტყმის შემდეგ ათი ადამიანი კვლავ საავადმყოფოებშია. დაშავებულებს შორის არის 12 წლის გოგონა ხარკოვიდან. ეს ტერორია.

ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით მარტივ რამეს: უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ასეთი სისტემების მიწოდება წელს, გასულ წელს და უფრო ადრეც იყო შესაძლებელი. მივიღეთ ისინი? არა. გვჭირდება ისინი? დიახ. ამ კითხვაზე უკვე გაცემულია 2 606 დადებითი პასუხი რუსული საკრუიზო რაკეტების სახით, რომლებიც დაეცა უკრაინის ქალაქებში. ეს არის ტრაგედიები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინის მოსმენის შემთხვევაში", - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკი ამბობს, რომ რუსი გენერლები თავიანთ მებრძოლებს ხედავან, როგორც ქვემეხების საკვებს. ის ვარაუდობს, რომ რუსეთის დანაკარგები ივნისშუი 40 000-ს გადააჭარბებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი