
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უწყების დილის განახლების მიხედვით, ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან უკუაქციეს.
"სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით, ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება", - ამბობს გენშტაბი.
გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით, საოკუპაციო ჯარების დაჯგუფება თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, რათა ალყა შემოარტყას სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში განლაგდებულ უკრაინულ ძალებს. უწყება აცხადებს, რომ ბახმუტის დასახლებაში მტერი ლოგისტიკური მიწოდების მარშრუტებს ბლოკავს.