
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი განმარტავს რა იარაღი სჭირდებათ ომის დასასრულებლად და რუსეთის გასაძევებლად უკრაინიდან. ამის შესახებ მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"ვიქნები პირდაპირი - ომის დასასრულებლად და უკრაინიდან რუსეთის გასაძევებლად ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღის პარიტეტი:
- 1000 ჰაუბიცა (155 მმ კალიბრის);
- 300 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;
- 500 ტანკი;
- 2000 ჯავშანმანქანა;
- 1 000 დრონი.
15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას", - წერს პოდოლიაკი.