უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში შევიდა

გამოქვეყნდა:

გემი, რომელსაც 18 000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტში შევიდა.CNN- ის ცნობით, აღნიშნულ მარშრუტს მოიხსენიებენ, როგორც "ახალი საზღვაო მარშრუტი", რომელიც მიზნად უკრაინის პორტებზე რუსეთის ბლოკადისგან თავის არიდებას ისახავს.

გამოცემა წერს, რომ სატვირთო გემი Alppila, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში გამთენიას შევიდა და მას 14 ივნისს ჩამოტვირთავენ.

"ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც საზღვაო გზით მიაღწია ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, ბალტიის ზღვაში გახსნილი ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის საზღვაო ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკადა შავ ზღვაზე ომის დაწყების შემდეგ" - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა ცდილობს ახალი მარშრუტების შექმნას რუმინეთთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რათა უკრაინის საზღვაო პორტებში ჩარჩენილმა 22 მილიონმა ტონა მარცვლეულმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი