
"აუცილებელია, რომ უკრაინამ მოლაპარაკების ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რომ რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ტერიტორია, რომლის ოკუპირებაც 24 თებერვლის შემდეგ მოხდინა", - ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეწოდოს სამხედრო დახმარება, რომელიც ფინანსურზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ბორელის თქმით, ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება.