
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ რუსებმა სევეროდონეცკში მიმავალი ყველა ხიდი გაანადგურეს, თუმცა უკრაინელი სამხედროები იქ ბლოკირებული არ არიან.
"ყველა ხიდი განადგურებულია, თუმცა სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. არის ქალაქთან კომუნიკაცია. რაშისტებმა მთლიანად ვერ აიღეს სევეროდონეცკი, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა", - თქვა გაიდაიმ.
გაიდაის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელია, უკრაინის მცველებს დაჭრილების სამედიცინო დაწესებულებში გაგზავნის შესაძლებლობა აქვთ.