
უკრაინის ქალაქ ბუჩას მახლობლად შვიდი ცხედარი იპოვეს, რომელთაგან რამდენიმეს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. ინფორმაციას რეგიონული პოლიცია ავრცელებს.
"შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს რუსებმა, შემდეგ დახვრიტეს ლაჩრული მეთოდით... ეს საფლავი აღმოაჩინეს დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებული სოფელ მიროცკესთან. პოლიცია აგრძელებს მუშაობას მათი იდენტიფიცირებისთვის", - წერს ანდრეი ნებიტოვი Favebook-ზე.
ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს ქალაქი ბუჩა დროებით ოკუპირებული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც აპრილოის დასაწყისში უკრაინელებმა ბუჩა გაათავისუფლეს, ადგილზე 500-მდე ცხედარი აღმოაჩინეს, უმეტესობა მათგანი ნაწამები და ხელ-ფეხ შეკრული იყო.