ხარკოვის რეგიონში რუსეთის დაბომბვის შედეგად 2 ბავშვი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის დაბომბვებს 6 ხანძარი მოჰყვა. თავდასხმების შედეგად დაშავებულია 2 ბავშვი.

დაშავებულთა ასაკი 11 და 17 წელია. ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ხანძრების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სამეურნეო შენობები, საწყობები, სატვირთო მანქანები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი