
"უკრაინის წინააღმდეგ დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის სირიელებისა და ჩეჩნების გამოყენება ამაზრზენი საქციელია", - ამის შესახებ, რომის პაპი ფრანცისკე, "ლა სტამპასთან" ინტერვიუში საუბრობს.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რუსული არმიის მოქმედებებზე ისაუბრა და ისინი სისასტიკესა და ულმობლობაში დაადანაშაულა. ინტერვიუს დროს რომის პაპმა რუსეთის პატრიარქზე, კირილზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სექტემბერში მას ყაზახეთში შეხვდება, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე დაელაპარაკება.