რუსეთმა 29 ბრიტანელ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ათობით ბრიტანელ ჟურნალისტსა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას BBC ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს

მედიასაშუალების ინფორმაციით, სიაში არიან BBC-ის გენერალური დირექტორი და ის ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს აშუქებდნენ.

გარდა ამისა, ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ ონლაინ გამოცემა Times-ის; Daily Telegraph-ისGuardian-ის; Daily Mail-ისა და Independent-ის რედაქტორებს, ასევე SKy-ის, Channel 4-ისა და ITV-ის ჟურნალისტებს.

მოსკოვის განმარტებით, გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებზე, რომლებიც რუსეთის სახელისუფლებო მედიასაც შეეხო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი