
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას "მეტი მძიმე იარაღი" უნდა გაუგზავნოს, რადგან ის რუსეთის "სასტიკ შეჭრას" ებრძვის.
მისივე თქმით, ალიანსის ოფიციალური პირები ოთხშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე კოორდინაციისთვის.
"უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე იარაღი. ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მოგვაწოდეს მძიმე იარაღი და ისინი აძლიერებენ ძალისხმევას ამ მიმართულებით", - თქვა სტოლტენბერგმა.
სამშაბათს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ მიიღო მხოლოდ ნაწილი იმ იარაღიდან, რასაც ითხოვდა.