არ შევეჩვიოთ ისე ცხოვრებას, თითქოს ომი შორეული რამ იყოს - პაპი ფრანცისკე

გამოქვეყნდა:

რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ხალხს არ დაივიწყონ უკრაინის ომი, რადგან კონფლიქტი ისევ მძვინვარებს. ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლისას მან მოუწოდა ხალხს უკრაინის "წამებული" ხალხი მათ ფიქრებში ყოფილიყო.

"არ შევეჩვიოთ ისე ცხოვრებას, თითქოს ომი შორეული რამ იყოს. ჩვენი ხსოვნა, ჩვენი სიყვარული, ჩვენი ლოცვა, ჩვენი დახმარება ყოველთვის მიემართება... იმ ადამიანებს, ვინც ასე იტანჯება და ვინც ჭეშმარიტ მოწამეობას ასრულებს", - თქვა ფრანცისკემ. 

რომის პაპმა რუსეთი სისასტიკეში არაერთხელ დაადანაშაულა. 24 თებერვლის შემდეგ ის გამოდიოდა მოწოდებებით, რომ ომი დასრულებულიყო. პაპმა რუსეთის პატრიარქიც გააკრიტიკა ომის მხარდაჭერის გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი