რუსეთის ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ტერიტორიული ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხეთის პარლამენტისთვის ვირტუალურად მიმართვისას განაცხადა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

"რუსეთი არ არის მხოლოდ დაინტერესებული ჩვენი ქალაქებით: მარიუპოლით, სევეროდონეცკით, ხარკოვითა და კიევით. არა, მისი ამბიციები მიმართულია გაცილებით ფართო ტერიტორიაზე, ვარშავიდან სოფიამდე. როგორც წარსულში, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას სჭირდება, რომ სხვა ქვეყნებისკენ, სხვა ხალხის დაპყრობისკენ გზა გაეხსნას", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი