რუსები ზაპოროჟიეში შეიარაღებული ძალების "დასაცავად“ მოხალისეებს აგროვებენ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები, ზაპოროჟიეში თავიანთი შეიარაღებული ძალების "დასაცავად“ მოხალისეებს აგროვებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რუსმა ოკუპანტებმა მოხალისეების შეკრება ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყეს, რათა დაიცვან რეგიონი უკრაინელი სამხედროებისაგან.

ზაპოროჟიეს რეგიონის ე.წ ხელმძღვანელის, ევგენი ბალიცკის თქმით, უკვე 200-ზე მეტი დამცველი არის შეკრებილი.

"ჩვენ გვყავს საკუთარი პოლიცია,  უკვე გვყავს ხალხის ბატალიონები. ჯერ არ ვაფორმებთ, მაგრამ უამრავი ადამიანია ვისაც სურს დღეს სამშობლო შეიარაღებული ძალებისგან "დაიცვას". ხალხი მოდის, ირიცხება, ახლაც ვაფიქსირებთ. დიდი სიებია, 200-ზე მეტი ადამიანი უკვე იმ ადამიანების სიაშია, რომლებიც მზად არიან წასასვლელად“, - განაცხადა ბალიცკიმ. 

ამასთან, მან თქვა, რომ მიწას მხოლოდ რუსი სამხედროები გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ევგენი ბალიცკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ქონების "ნაციონალიზაციის" შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი