ბაიდენი ზელენსკის უკრაინისთვის აშშ-ს დამატებით დახმარებაზე ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენი ზელენსკის იმ სამხედრო დახმარებაზე ესაუბრა, რომელსაც აშშ უკრაინისთვის დამატებით გამოყოფს.

"მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ შეერთებული შტატები დაუდგება გვერდით უკრაინას, მაშინ, როცა ის იცავს მის დემოკრატიას. აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე. მე ინფორმაცია მივაწოდე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ აშშ გამოყოფს დამატებით 1 მილიარდ დოლარს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად, მათ შორის დამატებით არტილერიასა და სანაპირო დაცვის იარაღებს, ასევე საბრძოლო მასალას საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის, რომელიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში თავდაცვითი ოპერაციების მხარდასაჭერად. ჩვენ ასევე განვიხილეთ მდივან ოსტინის ძალისხმევა დღეს ბრიუსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის კოორდინირებისთვის", - წერა თეთრი სახლის განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ გამოყოფს $225 მილიონს ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მიმართული იქნება "უვნელბელი სასმელი წყლის, კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის,  ჯანდაცვის, საკვების, თავშესაფრის და ფულადი სახსრების მიწოდებას ოჯახებისთვის აუცილებელი ნივთების შესაძენად“

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი