მაკრონის თქმით, EU-ს გაფართოება არ შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სტაბილურობისთვის

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს  სტაბილურობისთვის ერთადერთი პასუხი მეზობელი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

"უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეს პროცესი სამართლიანია და იმიტომ რომ ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური გახდეს", - თქვა მაკრონმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მან ხაზი გაუსვა ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ითანამშრომლებს ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება.

ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განაცხადი: "ჩემი როლი არის კონსენსუსის შექმნა", - თქვა მაკრონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი