
კანადა უკრაინას ჰაუბიცების საარტილერიო იარაღისთვის 9 მილიონი დოლარის ღირებულების 10 შემცვლელ ლულას გაუგზავნის. ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი ავრცელებს.
ამბობს, რომ "გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინას ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარება მივაწოდოთ, რომელიც მას თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად სჭირდება".