"მინდა მივმართო ქართველ ხალხს: დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ" | პოროშენკო

გამოქვეყნდა:

"მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ", - ასე მიმართა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს. ამის შესახებ პოროშენკომ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

"პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის. ჩვენ არამხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რასაკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი