
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიოს სურს უკრაინელებისგან ისწავლოს როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. ამ თემაზე მან ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველ დღე იბრძვის, რათა უკრაინამ მიიღოს საჭირო იარაღი და აღჭურვილობა.
"ჩვენ ვიცავთ დონბასს. და, სხვათა შორის, ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვლად სურს უკრაინელებისგან ისწავლოს როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. ამ ომის 112 დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ დაამტკიცა, რომ ბრძოლის ველზე სიმამაცე და სიბრძნე, მტრის ტაქტიკურად დამარცხების უნართან ერთად, მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის რაოდენობით", - თქვა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ დროისთვის რუსეთის უპირატესობას გაუსწრონ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ჯილდოთი 284 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა, მათგან 60 დაღუპვის შემდეგ.