მაკრონი, დრაგი და შოლცი უკრაინაში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

მედიის ცნობით, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერები უკრაინაში, კიევში ჩავიდნენ. ემანუელ მაკრონის, მარიო დრაგისა და ოლაფ შოლცის ფოტო მატარებლიდან უკრაინის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ Telegram-ზე გაავრცელა.

ლიდერები კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან და მხარდაჭერას გამოხატავენ. ვიზიტი ხდება ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი