უკრაინის დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის იქნება საჭირო - შოლცი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს  "უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის აუცილებელი" იქნება. ამ თემაზე ის გერმანულ გაზეთ Bild-ს ესაუბრა. 

"ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება, ჩვენ ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაორგანიზებთ - ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე, როცა საქმე იარაღს ეხება", - თქვა შოლცმა. 

მისი შეფასებით, სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ხელს უწყობენ შანსს, რომ რუსეთი დათმობს ოპერაციას და გაიყვანს ჯარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი