დიდმა ბრიტანეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. მიზეზი მის მიერ ომის მხარდაჭერაა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვაც.
"ჩვენ მიზანში ვიღებთ პუტინის ომის შემქმნელებსა და დამნაშავეებს, რომლებმაც ენითაღუწერელი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას, მათ შორის ბავშვების იძულებითი გადაყვანა და გაშვილება", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
რუსეთის პატრიარქი ომის მხარდაჭერის გამო არაერთმა სასულიერო პირმა, მათ შორის რომის პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა გააკრიტიკეს.