
ნიდერლანდების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს რუსი ჯაშუში, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟირებას ცდილობდა. დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა დაზვერვის ოფიცერმა თავი ბრაზილიის მოქალაქე, ვიქტორ ფერეირად წარადგინა და შექმნა პორტფოლიო, რომელიც მალავდა თავის კავშირს რუსეთთან.
უწყების ცნობით, ჯაშუშის დასაქმება მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოძიების თვალსაზრისით.
"სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვმა შექმნა პორტფოლიო, რომელიც წლების წინ თარიღდებოდა. ეცადა ბრაზილიის მოქალაქედ თავის გასაღებას და შესვლას აპრილში, ჰააგაში დაფუძნებულ ICC-ში სტაჟირებაზე, რომელიც იძიებს უკრაინაში ომის დანაშაულებს" - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო.