დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ფერმერებმა ოკუპანტები ალუბლით მოწამლეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუს დამპყრობლებს ადგილობრივები მასობრივად წამლავენ და ამ ფორმით ადგილობრივი ფერმერები ოკუპანტების მათს მიწაზე შეჭრას აპროტესტებენ - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა 24tv ავრცელებს. 

მელიტოპოლის მერმა თქვა, რომ ფერმერებმა ალუბალი სპეციალურად დაამუშავეს, რადგან მათ უკვე კარგად შეისწავლეს ოკუპანტების ქცევა და წინასწარ იცოდნენ, რომ რუსებს სურთ, მოიპარონ ყველაფერი, რასაც უკრაინული მიწა იძლევა. 

ეს არის პარტიზანული მოძრაობა, წინააღმდეგობა, რომელიც დღეს მოქმედებს მელიტოპოლის ოლქის ტერიტორიაზე.  არაფერი მოიპაროთ ჩვენგან, ეს ყველაფერი ჩვენი ფერმერების მიერ არის მოყვანილი“, – თქვა ფედოროვმა.

მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის 99% ეწინააღმდეგება ოკუპაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი