საქართველო გეოპოლიტიკური რუკის მიღმა. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, და ქვეყანა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ფლაგმანი იყო ევროპელი ლიდერების რადარებიდან გააქრო.
ევროკავშირის პრეზიდენტი და არამხოლოდ საფრანგეთის ლიდერი, ემანუელ მაკრონი "ქართული ოცნების" მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგებს გამოცემა პოლიტიკოსთან საუბარში ღიად განმარტავს: ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს - მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ სივრცეშია.
ახალი პოლიტიკური რუკა ევროპელ ლიდერებს სწორედ "ოცნებამ" შესთავაზა, დღემდე არავის არ უთქვამს,რომ საქართველო ევროპის საზღვრებს მიღმაა, რის გამოც არა კანდიდატის, არამედ სავრაუდოდ პოტენციური კანდადიტის სტატუსს მივიღებთ.