
უკრაინამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს პროექტში ინფიცირებული კოღოების შესახებ - ამ ინფორმაციას რუსული Tass თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტრო წერს, რომ აშშ-მ და უკრაიამ ერთობლივად შექმნეს ახალი ვირუსები, რომელთა გადატანაც Aedes-ის გვარის კოღოებს შეუძლიათ.
"პროექტის დეკლარირებული მიზანია ვირუსების შესწავლა, რომლების გადატანა შეუძლიათ Aedes-ის კოღოებს. ვირუსული პრეპარატი შეიმუშავა კიევის ინსტიტუტმა და მიიტანა შეერთებულ შტატებში საველე აერობიოლოგიური კვლევისთვის", - თქვა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა.
მისი თქმით, ამერიკელი მომხმარებლების ინტერესი ამ სახეობის კოღოებით - დენგეს ცხელების, ზიკასა და ყვითელი ცხელების გადამდები ინფექციების მატარებლების მიმართ შემთხვევითი არ არის და ისინი მსგავს პროექტებში ადრეც იყვნენ ჩართული.