"უკრაინა ომშია, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება აჩვენებს, რომ საკუთარ პოზიციას არასერიოზულად უდგებიან" | პაპუაშვილი არახამიაზე

გამოქვეყნდა:

"ოფიციალური პირები უბრალოდ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული" - ამ განცხადებით  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერს, დავით არახამიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლაში იყენებენ. 

პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები მუდმივად ცრუობენ და "მესამედ უკვე ასეთი ტყუილები აღარ გადის". 

„სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არის ძალიან ცუდი, არამეგობრული და თავის თავში აჩვენებს, რომ კავშირები, რომლებიც არსებობს ჩვენ შიდა პოლიტიკასა და უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის, ვნებს როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ასევე საერთო ჯამში მთლიანად ატმოსფეროს აფუჭებს. ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება რასაც ამ კომენტარებში ვხედავთ, მიუღებელია. ერთადერთი, ვის იმიჯსაც ეს განცხადებები ლახავს, არის თავად განმცხადებლის იმიჯი.

როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები, ოფიციალური პირები უბრალოდ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, ერთხელ და ორჯერ შეიძლება ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს, მაგრამ მესამედ უკვე ასეთი ტყუილები აღარ გადის. ეს სამწუხაროა, რადგან უკრაინა ომშია და მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლების სიტყვების მიმართ ნდობა არსებობდეს. თავისთავად, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება აჩვენებს, რომ საკუთარ პოზიციას არასერიოზულად უდგებიან“, - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსი ხალხი და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, ამისთვის კი ქართულ სუბიექტებს იყენებენ. 

გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე, ვაშინგტონში, არახამიამ თქვა, რომ რუსები ინტენსიურად იყენებენ "ქართულ ბანკებს, ქართულ ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ" დასავლეთის სანქციების რეჟიმისგან თავის ასარიდებლად.მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს, მიიღოს ზომები, რათა თავის დასაძვრენად ეს ხვრელი დაიხუროს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი