რუსეთმა ნიკოლაევი დაბომბა - არის მსხვერპლი და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ნიკოლაევის მერის ინფორმაციით, 17 ივნისს, გამთენიისას რუსეთმა ქალაქი დაბომბა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და დამატებითი დეტალებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი