რისი ეშინია საქართველოს ხელისუფლებას, როცა მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებს საერთაშორისო ექიმების გუნდს - გოშევსკა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლონეთი მზადაა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღოს და უმკურნალოს. მისივე თქმით, პოლონეთის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილთან პირად შეხვედრებზე ეს საკითხი არაერთხელ დააყენა, თუმცა თემა არ დაძრულა.

მან ხელისუფლებას მიმართა კითხვით, რისი ეშინია, როცა მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებს საერთაშორისო ექიმების გუნდს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მხარე ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის დიაგნოზს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვექმნა საერთაშორისო ექიმების გუნდი, რომელიც ჩამოვიდოდა და ამ დიაგნოზს დაადასტურებდა, მაგრამ ამაზეც ჯერ ჯერობით ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი. მე ვსვამ კითხვას, რისი ეშინია ქართულ ხელისუფლებას, როცა მასთან არ უშვებს საერთაშორისო ექიმების გუნდს", - თქვა გორშევსკამ.

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა, რომელიც ცოტა ხნის წინ "ვივა მედში" მივიდა, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. ის ამბობს, რომ შეხვედრის თემა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული. იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი