კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, მზად ვართ მიხეილ სააკაშვილის მიღებისა და მკურნალობისთვის - მალგოჟატა გოშევსკა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლონეთი მზადაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაცია უზრუნველყოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ხელისუფლება არ აძლევს, თუმცა ყველამ იცის, რომ ამის უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას.

"ხელისუფლება არ იძლევა ამის საშუალებას [გადაყვანის], მაგრამ ამის უკან დგას ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც არღვევს კანონს და ყველა დაშვებულ წესს. მისი კავშირები რუსეთის ფედერაციასთან საყოველთაოდ არის ცნობილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ სრულიად მზად ვართ მისი მიღების ადა მკურნალობისვის", - თქვა გოშევსკამ.

კითხვაზე - მას შემდეგ, რაც პრემიერის დაპირების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში არ შეუშვეს, აპირებს თუ არა მოითხოვოს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თქვა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

"რაც შეეხება შეხვედრას, ვერ ვხედავ ახლა ამის საჭიროებას. არაერთხელ იქნა დაყენებული მასთან ეს საკითხი მატეუშ მორავიეცკის მიერ პირად შეხვედრებზე და არ იქნა დაძრული ეს საკითხი. ამიტომ, ვეღარ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ მას შევხვდე", - თქვა მალგოჟატა გოშევსკამ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი