
ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები სავარაუდოდ აგრძელებდნენ პოპასნაზე კონტროლის აღდგენის მცდელობებს, საიდანაც ისინი სამხრეთიდან სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას შეეცდებიან.
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა. ასევე ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.
გარდა ამისა, დაზვერვა წერს, რომ ომის მიმართ სკეპტიციზმი განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა შორის. უწყების ინფორმაციით სავარაუდოდ 15 000 რუსი მილიონერი უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას.