უკრაინის ცნობით, შავ ზღვაში რუსული საბუქსირო გემი ჩაძირეს, რომელსაც "ზმეინზე" საბრძოლო მასალა მიჰქონდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ შავ ზღვაში ჩაძირეს რუსული საბუქსირო გემი, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან, "გველების კუნძულზე" საოკუპაციო ძალების მოსამარაგებლად მიდიოდა.

"შავი ზღვის ფლოტის ბუქსირი "ვასილი ბეხ"-ზე თავდასხმა მოხდა შავ ზღვაში, შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მასალის, იარაღისა და პერსონალის გველების კუნძულზე ტრანსპორტირებისას", - აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალები.

უწყების ცნობით, ბუქსირს ბორტზე ჰქონდა საზენიტო სარაკეტო სისტემა "TOR".

ვებსაიტის Marine Traffic-ის ცნობით, ნავმა სევასტოპოლი დატოვა და ყირიმში გადავიდა სამშაბათს ღამით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი