"ევროპის ისტორია იქმნება" - კულება ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტაუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია, სოციალურ ქსელებში ეხმაურება.

"ევროპის ისტორია იქმნება, ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის სამიტზე მომავალ კვირას. ეს იქნება ევროპული ლიდერობის ნათელი დადასტურება და უკრაინის შემდგომი ტრანსფორმაციებისთვის უზარმაზარი სტიმული." წერს კულება "ტვიტერზე".

ფეისბუქზე კი ის საკუთარ ფოტოს აქვეყნებს და წერს: 

"ერთ დღეს ევროკომისია უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოაქვს.
ასეთი დამთხვევა არ დაგვიგეგმავს, ისტორიამ თავად გადაწყვიტა შექმნას სიმბოლო ვინ სად მიდის.
და რომ არ გეგონოთ, რომ ყოველთვის უჟმური სახე მაქვს" წერს კულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი