
"საქართველოსთან მიმართებით ასეთ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რადგან საქართველომ, ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა დაკარგა. თუმცა, მე მჯერა ქართველი ხალხის. ისინი ევროპულ ცხოვრებას იმსახურებენ", - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე და ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.