
უკრაინაში ხმამაღალი მუსიკა და ფეისრვერკები აიკრძალა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა ჟირნოვმა გამოსცა ცალკეული ბრძანება დუმილის რეჟიმის დაცვის შესახებ, მათ შორის დედაქალაქში გართობის აკრძალვა პიროტექნიკის გამოყენებით, ასევე ხმამაღალი სიმღერა და მუსიკის გადაცემა ხმის აღჭურვილობის გამოყენებით.
დოკუმენტში წერია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის პირობებსა და სარაკეტო დარტყმის მოლოდინში, დუმილის რეჟიმის შეუსრულებლობა უარყოფითად აისახება კიევის მაცხოვრებლების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.