კანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო

გამოქვეყნდა:

კანადამ კიევის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანხა, რომელიც უკრაინასა და კანადას შორის სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად შეგროვდა, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენება, კერძოდ, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით. 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციების ფარგლებში კანადამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდიცინოს ინფორმაციით, სანქციები პუტინის რეჟიმის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებსაც შეეხო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი