უკრაინა იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს - ზახაროვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინა ძველ საზღვრებს "ვეღარ დაუბრუნდება".

"უკრაინა, რომელიც მე და თქვენ ვიცით, იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, აღარ არსებობს და აღარასდროს იარსებებს. ეს გარდაუვალია", - თქვა მან.

ცნობისთვის, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა თქვა, რომ რუსეთთან გაწევრიანების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ. გარდა ამისა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, დენის პუშილინის მტკიცებით, რუსეთთან შეერთების საკითხი "ნომერ პირველი საკითხი გახდება" მას შემდეგ, რაც "რესპუბლიკა აღადგენს კონსტიტუციურ საზღვრებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი