მოლდოვაში რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამების მაუწყებლობა ოფიციალურად აიკრძალა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ქვეყანაში რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები იკრძალება. ინფორმაციას მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელზე, ლილიანა ვიცუზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.

ახალი კანონი ფაქტობრივად კრძალავს რუსული ახალი ამბებისა და ანალიტიკური შინაარსის მასალის გავრცელებას მოლდოვაში. 

კანონი მომდევნო კვირაში ამოქმედდება. კანონში დეზინფორმაცია განმარტებულია, როგორც "პიროვნების, სოციალური ჯგუფის, ორგანიზაციის ან სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით შექმნილი ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელება". მისი გავრცელებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 40-დან 100 ათას ლეამდე (2-დან 5 ათას ევრომდე), ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის 7 დღემდე შეჩერება.

კანონის აღსრულებას ზედამხედველობას მაუწყებლობის საბჭო გაუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი