
ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
"მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, რომ მივიღებთ მხარდაჭერას", - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს.
მისივე თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროსაბჭომ უნდა მიიღოს. ლაიენი უკრაინის პერსპექტივაში დარწმუნებულია.
ცნობისთვის, პარასკევს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს შემთხვევაში კომისიამ კონკრეტული პირობები გაწერა, რისი შესრულების შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობას დაუბრუნდებიან.