
ორშაბათს სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის რეგიონში რუსეთის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მისი თქმით, სარაკეტო დარტყმები მოხდა ინდუსტრიულ ზონასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
"ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას მიაღწიონ, გააძლიერეს რეგიონალური ცენტრისა და სხვა დასახლებების დაბომბვა", - განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მისი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან 65 წლის ქალი, 61 წლის ქალი და 49 წლის კაცი.