საჯარო მოხელე არის 6 საათამდე - დავითულიანი სამგორის გამგებელზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი სამგორის გამგებელზე, რომელმაც გუშინდელი აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა ამბობს, რომ 6 საათის შემდეგ საჯარო მოხელეც ადამიანია და პირად "ფეისბუქზე" აზრებს გამოხატავს. 

მისი თქმით, რატომ დადო საჯარო მოხელემ 6 საათის შემდეგ შეფასება, მას უნდა ვკითხოთ.

"საჯარო მოხელე არის 6 საათამდე, 6 საათის მერე ხდება ადამიანი, რომელიც სახლში ზის და თავის აზრებს გამოხატავს თავის პირად "ფეისბუქ" გვერდზე. პირად ფეისბუქ გვერდზე მე ვდებ ხანდახან მუსიკალურ ტრეკებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ამით საჯარო აზრს გამოვხატავ?! პირადი სივრცეა, მე მის აზრს არ ვიზიარებ, თუ რატომ დადო საჯარო მოხელემ 6 საათის მერე თავისი შეფასება, ეს მას კითხეთ", - თქვა დავითულიანმა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სამგორის გამგებლის პოსტის შინაარსი არ იცის:

"არა სამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია, არ ვიცი შინაარსი, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

სამგორის გამგებელმა, აქციასთან დაკავშირებული კახა სამხარაძემ დაწერა, რომ  მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ "ქვეყნის მტრები და სი*ები არიან". მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი