ჩაძირულ კრეისერ „მოსკოვის“ გადარჩენილ წვევამდელებს საბრძოლო ზონაში აბრუნებენ

გამოქვეყნდა:

ჩაძირული კრეისერ „მოსკოვის“ გადარჩენილ სამხედროებს საბრძოლო ზონაში აბრუნებენ. ინფორმაციას მათ მშობლებზე დაყრდნობით, Novaya Gazeta ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადარჩენილი 49 წვევამდელი ამჟამად საპატრულო გემ „ლადნიზე“ იმყოფება რომელიც 30 ივნისს უნდა ჩაერთოს „სპეციალურ ოპერაციაში“, სამხედროების უმრავლესობას კი მასში მონაწილეობის მიღება არ სურს.  თავად გემი კი 30 წელზე მეტია ექსპლუატაციაშია გაშვებული და შესაკეთებელია. 

წვევამდელების მშობლები ითხოვენ, რომ მათი შვილები საბრძოლო ზონაში აღარ გაგზავნონ. ამბობენ, რომ ისინი უკანონოდ ჩართეს "სპეცოპერაციაში", სადაც ტრავმა მიიღეს კრეისერის ჩაძირვის დროს - "დაუშვებლად მიგვაჩნია ფსიქოლოგიურად ტრავმული სიტუაციიდან გადარჩენილთა საბრძოლო მოქმედებებში ახალი ჩართვა“, - ნათქვამია მშობლების განცხადებაში.

შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ 13 აპრილს, უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ მოხვდა.  მისი ჩაძირვა რუსეთმა მეორე დღეს დაადასტურა, თუმცა შტორმს დააბრალა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი