
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ მძიმე დაბომბვა გრძელდება სევეროდონეცკის ალყაში მოსაქცევად ჩრდილოეთით იზუმისა და სამხრეთით პოპასნას გავლით.
დაზვერვის ცნობით, რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განსალაგებლად.
უწყების ცნობით, რუსეთი 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულთა საერთო რაოდენობას არ აქვეყნებს, თუმცა თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა აქვეყნებს "მათი ძალებიდან" დაღუპულთა მონაცემებს. 16 ივნისის მდგომარეობით "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" აღიარა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2 128 სამხედრო დაიღუპა, 8 897 კი დაიჭრა.
დაზვერვა ამბობს, რომ ე.წ. რესპუბლიკის მსხვერპლის მაჩვენებელი მისი თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55%-ს უდრის, რაც ხაზს უსვამს რუსული და პრორუსული ძალების დაუძლურებას დონბასში.
"დიდი ალბათობით, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ძალები აღჭურვილია მოძველებული იარაღითა და აღჭურვილობით. ორივე მხრიდან, ფრონტზე სარეზერვო დანაყოფების გენერირებისა და განლაგების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, უფრო კრიტიკული ხდება ომის შედეგისთვის", - წერს დაზვერვა.