ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებებს უკრაინიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება. დავით არახამიას პასუხის შემდეგ, რომელიც ბრალდების მთავარი ადრესატია, მას რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო პასუხობს:
"გუშინ სიტყვით გამოვედი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ვთხოვე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემა. განვმარტე, რომ ხალხი რუსეთთან და პარაზიტ ოლიგარქთან მარტო არ უნდა დარჩეს. მომესმა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას. ის ამბობს, რომ არახამია ამას ევროპასა და შეერთებულ შტატებს ეხვეწებოდა. ვფიქრობ, სხვა არაფერი არ არის გასაკეთებელი. პრემიერსაც მოუსმინეს.
სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვსაუბრობდი ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის არსებული უფსკრულის შესახებ. დასკვნას ქართველები გამოიტანთ, დარწმუნებული ვარ. მაგრამ რა შეუძლია სხვა ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერის გარდა? " წერს გონჩარენკო.
დავით არახამია დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, საპარლამენტო გამოსვლისას გააკეთა და კიდევ ერთხელ ამტკიცა, რომ უკრაინამ ევროკომისიის მხარდაჭერა კანდიდატობაზე, მხოლოდ ომის გამო მიიღო.
გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გუშინ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სთხოვა - გთხოვთ არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში - მიმართა მან PACE-ს