"ყველაფერი გამოძიებულია. თუ კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს ან მიბრძანდით სტრასბურგში" | ღარიბაშვილი ნუგზარ ფუტრაკაძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ბატონი ხაჯიშვილის კითხვა შეეხებოდა გამოუძიებელ საქმეებს. მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეები, ყველაფერი გამოძიებულია. თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს ან მიბრძანდით სტრასბურგში" - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრობის" დეპუტატის, დავით ხაჯიშვილის შეკითხვას, რომელიც ბათუმში, ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასა და საქმის გამოძიებას შეეხებოდა. 

ცნობისთვის, ​ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითიც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი