"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია. მისივე აზრით, კორუმპირებული კაცი როდესაც სამარცხვინო რაღაცეებს წერს მას პასუხი უნდა გაეცეს.
კობახიძემ თქვა, რომ კორუმპირებული ხალხი საშიშია და ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.
"კარლ ბილდტი აიჭრა იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა, ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი. რაც დადასტურებულია დოკუმენტურად, ჩვეულები კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. ნაცმოძრაობა როდესაც ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს, აუპატიურებდა ადამიანებს და ა.შ. მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმინისტრმა გუშინ პარლამენტში გამოსვლის დროს კარლ ბილდტზე თქვა, რომ მისი ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან. პოლიტიკოსი ღარიბაშვილის განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა და დაწერა, რომ პრემიერი რელსებიდანაა გადასული. მისვე თქმით, ღარიბაშვილი ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის.